|
2017-10-12 14:49:02, 1912 ნახვა
პოლიტიკა
GDSC-ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) მასპინძლობს, ტოტალური თავდაცვის საკითხების განხილვას დაეთმო. უწყების ცნობით, პანელის სპიკერებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. პანელს RUSI-ს ასოცირებული დირექტორი ჯონათან ეიალი უძღვებოდა, რომელმაც ტოტალური თავდაცვის ევოლუცია მიმოიხილა. თავდაცვის უწყებას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარმოადგენდნენ. ლელა ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გააცნო, რომელიც 4 - ფსიქოლოგიური, სამხედრო, სამოქალაქო და ეკონომიკური ელემენტებისგან შედგება. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის ძირითადი საფუძველი უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმია, რაც არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ახალი კონცეფციის შემუშავებისას მან ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მიღებულ გამოცდილებაზე გაამახვილა. დისკუსიისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რასაც ნატო არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს სთავაზობს. აღნიშნული კონცეფცია მთავრობის დამტკიცების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარედგინება. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სისტემის დანერგვისთვის საჭირო რესტრუქტურიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც მართვისა და კონტროლის სისტემები გაუმჯობესდა. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარლოტა ქოლენმა ტოტალური თავდაცვის შვედურ მოდელზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის მიდგომა ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ფინეთის პასუხია. ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმაც. პანელზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით RUSI-ს მკვლევარი იგორ სუტიაგინი ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა რუსეთის მთავრობის პოლიტიკურ მიზნებზე და სურვილზე, აღადგინოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოზე. მისი თქმით, ამისთვის რუსეთი მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, დიპლომატიურ, საინფორმაციო საშუალებებს იყენებს, ხოლო რუსეთის მიდგომა - ტოტალური აგრესია - გვავალდებულებს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გვქონდეს.
(NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)