|
2017-10-11 22:45:08, 2157 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საბურთალოს ამომრჩეველს საცობებისგან განტვირთვას და მეტ მწვანე სივრცეს პირდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვეძისის, ზაქარიაძის ქუჩის და ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას. კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას. თბილისის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციასა და რადიოქალაქის გაშენებაზე. კახა კალაძის განცხადებით, ეს იქნება საუკეთესო სივრცეები როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის. მისივე თქმით, ქალაქის ერთიანი ურბანული განვითარების გეგმა ითვალისწინებს საცობების პრობლემის გადაჭრასაც. „არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ნაკადებს, შესაბამისად, დაიდება კონკრეტული გეგმა, თუ რომელი არის ცხელი წერტილი და რა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მის აღსაკვეთად და რა პროექტები უნდა განხორციელდეს “, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გაფართოვდება გზები, აშენდება ხიდები და ესტაკადები, თუმცა პრობლემა კომპლექსურია და მთლიანად ვერ გადაიჭრება. თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს და განაცხადა, რომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები განახლდება და განვითარდება. „რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ შემცირდეს“ - აღნიშნა კახა კალაძემ. შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ესწრებოდა.
(NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)