|
2017-10-11 22:39:21, 1980 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის რეკომენდაციებს მიესალმება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა. ანგარიში რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტის მიზნებთან და შედეგებთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით რეკომენდაციები სრულად ასახავს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენს ხედვებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავლისადმი. „ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ხედვას, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის რეკომენდაციებში "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით, რაც ასახავს საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ მისწრაფებებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს ასოცირებული პარტნიორების შემდგომი ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის აქტიურ როლს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში", - განაცხადა მან. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის წევრებს, ევროპარლამენტის წევრებს და ევროკავშირთან საქართველოს მისიას აქტიური მუშაობისთვის. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს საბოლოოდ ევროპარლამენტი ნოემბერში მიიღებს პლენარულ სესიაზე. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეკომენდაციებთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა კომიტეტის დიდმა უმრავლესობამ - 40 წევრმა. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობების საბოლოო მიზანი და რომ სამიტმა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად ყველა ევროპულ ქვეყანას უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ევროპარლამენტი დაბეჯითებით მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტის ამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც შესაბამის გრძელვადიან მიზნებს დასახავს. ევროპარლამენტის ანგარიში ასევე მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილი ვითარების, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპული საინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის სპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)