2017-10-09 12:56:52, 1977 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი: გაცვლით კურსთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოლიტიკას მხარს ვუჭერთ
სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, ფონდი გაცვლით კურსთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოლიტიკას მხარს უჭერს.
როგორც ვერა მარტინმა აღნიშნა, ლარის დევალვაცია ბუნებრივი პროცესია.
მისივე ინფორმაციით, სავალუტო ფონდი ხელისუფლებას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. დევალვაცია არის ბუნებრივი პროცესი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ ბუნებრივია ვაძლევთ რეკომენდაციებს. მთავრობის მთელი გეგმა თავსებადია საერთაშორისო გეგმებთან. სწორი კურსით მივდივართ, 6 თვეში ერთხელ ვიკრიბებით, გეგმებს განვიხილავთ და ვახორციელებთ. მიზანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხელისუფლებას 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში“, - განაცხადა ვერა მარტინმა.
ავტორი: ,