05:14 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 11:31:41, 1744 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩერქეზიშვილმა ტალინში ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ელექტრონული პარტნიორობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა,  რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების და ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხები განიხილეს.

გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს მიღწევებზე, ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად კიბერუსაფრთხოების რისკების გაზრდის საშიშროებებზე. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობადიდ ყურადღებას აქცევს კიბერუსაფრთხოების საკითხს,რომლის უზრუნველსაყოფად ეფექტურად განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები.მნიშვნელოვანია, რომ ITU-ს 2017 წლის გლობალური კიბერუსაფთხოების ინდექსით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ელექტრონული მთავრობის მომსახურებების განვითარების საკითხებზე, რომლის შედეგადაც  სამთავრობო უწყებებმა დანერგეს ელექტრონული სერვისები  მოქალაქეთა მომსახურების გამარტივების და კომფორტისთვის.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ევროკაშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ბაზრების ჰარმონიზების ხელშეწყობა, მეორე სამუშაო შეხვედრა (“EU4Digital: Trust & Security”) თბილისში მიმდინარე წლის 2-3 ნოემბერს გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics