2017-10-03 16:35:03, 2534 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
ავტორი: ,