05:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 14:00:19, 1907 ნახვა

საზოგადოება
წერეთლის გამზირის N63-ში სპორტული მოედანი გაკეთდება

წერეთლის გამზირის N63-ში მდებარე სპორტული მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი და ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი და წერეთლის გამზირის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

 მათივე ცნობით, ირმა ზავრადაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო და მემორანდუმს ხელი მოაწერა.

 საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია  მავთულბადით შემოიღობება, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყება.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics