05:14 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 13:39:46, 1719 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ გუშინ გამართულ სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა.

ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის თანაბარი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია მოუწოდებს:

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებების და აგიტაციისათვის გამოყენებისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კიდევ ერთხელ გასცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები  მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების  საბოლოო  შედეგების  შეჯამება-გამოქვეყნებამდე.

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის სთხოვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კიდევ ერთხელ მიაწოდოს ეს ინფორმაცია  თვითმმართველ ერთეულებს და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ შეახსენებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, როგორიც არიან საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, აგრეთვე, მერები და გამგებლები, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics