2017-10-02 20:40:45, 2291 ნახვა
ეკონომიკა
კაკაურიძე: ფინანსური რესურსები, სოციალურ მიმართულებებზე და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზეა გადანაწილებული
სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, ერთი მხრივ, გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა:
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს - ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“.
საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.
წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი .
ავტორი: ,