21:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 13:44:19, 2135 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ კონცელიძე: გრძელვადიან პერსპექტივაში, ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე მიიჩნევს, რომ  საქართველოს ეკონომიკისთვის და საბანკო სისტემისთვის ყველაზე  დიდი რისკი  მაღალი დოლარიზაციაა, რომელიც კრიზისების დროს, პრობლემას წარმოადგენს.

ამიტომ, კონცელიძის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში  ლარიზაციას (დე-დოლარიზაცია) ალტერნატივა არ აქვს.

„ყველა ექსპერტი, ყველა სარეიტინგო სააგენტო, ყველა აუდიტორი, ცალსახად ამბობს, კი, სტაბილურად იზრდება საბანკო სისტემა, ყველაფერი კარგად არის, მომგებიანია, მაგრამ მაღალი დოლარიზაცია  ყველაზე დიდი პრობლემაა. შესაბამისად, ეს ნაბიჯები ლარიზაციისკენ სწორია. კრიზისების დროს მაღალი დოლარიზაცია ყველაზე დიდი პრობლემაა, ბევრ ბანკს ურჩევნია, რომ დოლარში გასცეს სესხი, შეიძლება იქ უფრო მაღალი მომგებიანობაა, დოლარის რესურსი უფრო ადვილად მისაწვდომია, მაგრამ გლობალურად და გრძელვადიან პერსპექტივაში რომ ვთქვათ, ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს“,-აღნიშნა არჩილ კონცელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics