|
2015-04-30 13:01:50, 931 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის გამყარების ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს
„ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის დევალვაციასთან დაკავშირებით განაცხადა. კვირიკაშვილის განმარტებით, ოპონენტების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში რუბლის დასტაბილურება ხდება თავისი ახსნა აქვს. „რუსეთში 200 % -იანი დევალვაცია იყო, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ზემდეტი კონვერტაცია და უკუკორექტირება ხდება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე განცხადებით, ზაფხულში მეტი სავარაუდო სავალუტო შემოდინებები იქნება ქვეყანაში. „ლარის კურსი თითქმის ახლოს არის ფუნდამენტთან. ეროვნული ვალუტა დღეს ზედმეტად გაუფასურებულია , თუმცა ყველა საფუძველი არსებობს, რომ ვივარაუდოთ სერიოზულ ცვლილებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პირიქით, ზაფხულში ქვეყანაში მეტი სავალუტო რესურსი შემოედინება. წინა საპრივატიზაციო პროცესი არ დასრულებულა , ბევრი ობიექტი გავა პრივატიზაციაზე და არანაირი სერიოზული გაუფასურება არ მოხდება, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)