06:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-01 17:19:13, 1970 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ „ქართული ოცნების“  საარჩევნო რგოლის პრეზენტაციაზე 2012 წლის 1 ოქტომბერი გაიხსენა. მისი თქმით, ამ დროს ქვეყანაში ნიჰილისტური  განწყობა იყო და მთელი საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა. კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო,  არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა:

„არ მაქვს უფლება, არ გავიხსენო 2012 წლის 1 ოქტომბერი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი ნიჰილისტური განწყობა იყო ქვეყანაში  და ბატონი ბიძინა იავნიშვილის იგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო.გაერთიანდა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წინა ხელისუფლება წარმოადგენდა.ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა.

ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ჩვენი ხედვა, მიდგომები განპირობებულია იმ მიმართულებით,რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი, ჩვენი დედაქალაქი იყოს უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი, განვითარებული რეგიონებით და ასე შემდეგ“,-განაცხად კახი კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics