|
2017-09-26 13:09:10, 1071 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესს დაესწრო. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყო მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პარლამენტისა და ლორდთა პალატის წევრი, ლორდი სებასტიან კოე, რომელიც ბათუმს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. კონგრესში მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპის მძლეოსნობის ასოციაციისა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის 16 წევრი ქვეყნის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კონგრესზე შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და მათ აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, რომლებმაც მძლეოსნობის მსოფლიო ლიდერების შეკრება საქართველოში, კერძოდ კი ულამაზეს ქალაქ ბათუმში მოაწყვეს. ,,ბათუმი საქმიანი ტურიზმის ნამდვილ ცენტრად იქცა, რაც ხელს უწყობს ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში. ვითარდება ტურიზმი, ვითარდება ინფრასტრუქტურა. ყოველწლიურად მზარდია საერთაშორისო ფრენების და ახალი სასტუმროების რაოდენობა. მოხარულები ვართ, რომ დღეს ეს შეხვედრა იმართება საქართველოში, კერძოდ სწორედ ბათუმში, სადაც ბოლო პერიოდში ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო კონგრესები, ფორუმები, ბიზნეს-შეხვედრები თუ კულტურული ღონისძიებები იმართება", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. კონგრესის ფარგლებში იმსჯელებენ მსოფლიოში მძლეოსნობის საერთაშორისო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე. დღევანდელ კონგრესს ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბალკანეთის ქვეყნების მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი დობრომირ კარამარინოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ალექსანდრე ჯაფარიძე.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)