20:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:22:44, 2695 ნახვა

საზოგადოება
ლიტვის სეიმის სპიკერი ინიციატივით გამოვიდა, Грузия-ს ნაცვლად ქვეყანას საქართველო ეწოდოს

ლიტვის სეიმის სპიკერი ვიკტორას პრანცკეტისი ინიციატივით გამოვიდა, რომ Грузия-ს ნაცვლად (რუსულენოვალი სახელი) ქვეყანას საქართველო ეწოდოს, - ამის შესახებ Baltnews იუწყება.

როგორც პრანცკეტისმა განაცხადა, ქართველებს არ უყვართ, როდესაც მათ ქვეყანას Грузия-ს ეძახიან.

"მათ უფრო მოსწონთ სახელი საქართველო", - აღნიშნა სპიკერმა.

მისივე თქმით, ამის შესახებ მას ქვეყნის პრეზიდენტმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ლიტვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ უთხრეს.

"ეს იქნება შესანიშნავი საჩუქარი ქართველებისთვის", - დასძინა პრანცკეტისმა.

სეიმის სპიკერის აღნიშნულ წინადადებას მხარი რამდენიმე დეპუტატმა დაუჭირა.

"საქართველო" წარმოიშვა სიტყვა ქართლისგან - ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილიდან. საქართველოს ევროპული სახელი Georgia სავარაუდოდ წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება. ქვეყნის რუსულენოვანი სახელი Грузия-ა, რომელიც წარმოიქმნა სიტყვა "გურზანიდან" - სირიული, სპარსულ-არაბული წყაროებისგან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics