19:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 10:03:44, 2333 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს.

N6 და N87 ავტობუსები და ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსები კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდებიან.

ხოლო პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: N6, 85, 47, 92, 150 და N42 ავტობუსები.

პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შარტავასა და კოსტავას ქუჩებზეც აღდგება. ჟვანიას მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე N14, 29 და N49 მარშრუტის ავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში გადაადგილდებიან. ვახუშტის ხიდიდან და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩების გავლით პეკინის ქუჩისა და გმირთა მოედნისკენ იმოძრავებენ N51 და N91 ავტობუსებიც.

იმ ავტომობილების მძღოლების მიმართ, რომლებიც ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე იმოძრავებენ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics