|
2017-09-21 12:42:55, 822 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 10 ტურისტული მარშრუტის მარკირება განხორციელდა
აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ნიშნულებს ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე ამონტაჟებს. მათ შორისაა კინტრიშის ეროვნული პარკამდე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიამდე, მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებამდე არსებული გზის მონაკვეთი, რომლის სრული მარკირებაც მიმდინარეობს. 2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჯამში 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით განათავსა. მათ შორის ისეთ მარშრუტებზე, სადაც საერთოდ არ არსებობდა რაიმე სახის მანიშნებლები. ესენია მწვანე ტბის წრიული მარშრუტი და ქედის მუნიციპალიტეტში არსებული მერისისა და ზენდიდის ტურისტული მარშრუტები. ნიშნულები ასევე დაემატა გობრონეთის, მაჭახელას, კურორტ გოდერძისა და სოფ. დანისპარაულის, ასევე ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტებს. „მუდმივად ვმუშაობთ მაღალმთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტების განვითარებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია რეგიონში ჩამოსულმა ტურისტებმა იმოგზაურონ ეროვნულ პარკებსა და რეგიონის ულამაზეს მთიანეთში. ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეს იქნება გზები, ნიშნულები თუ ადგილზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. 2017 წელის იანვრიდან 50-ზე მეტი მანიშნებელი დამონტაჟდა,, რაც ტურისტებს რეგიონში მოგზაურობა გაუმარტივებს“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და კურორტების თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. წლის ბოლომდე დაგეგმილია მუნიციპალიტეტების ცენტრებში არსებული აჭარის ტურისტული რუქების განახლებაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტების კვლევას, მარკირებას, მარშრუტებზე მანიშნებლების და საინფორმაციო დაფების განთავსებას მომალ წელსაც გააგრძელებს.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)