22:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 12:39:42, 2352 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ვაზისუბნის დასახლების მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაზისუბნის მოსახლეობისთვის ჯერჯერობით მთავარ გამოწვევად სოციალური, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო  საკითხების მოგვარება რჩება.

"ჩემთვის ამ პრობლემების შესახებ ცნობილია, ვინაიდან ამ უბანში ვარ გაზრდილი და აქ ვცხოვრობ. დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, თითოეული პრობლემის გადასაწყვეტად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. „ქართული ოცნების“ გუნდს და დედაქალაქის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც თბილისის, მათ შორის, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics