18:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 11:01:32, 2155 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.

როგორც მან აღნიშნა, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. როგორც ნარმანიამ განაცხადა,  სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა და  ეჭვი, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა.  

დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩაზე  ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიის სხვადასხვა სამსახურისა და კომპანიების  „Gwp“-ისა და „Black Sea Group“-ის ერთობლივი  მუშაობით, უმოკლეს ვადაში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები შესრულდა. 

დავით ნარმანიას  თქმით, ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და  ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.  

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და  დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი.

„მოეწყო ავტობუსების ზოლები, გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დამონტაჟდა, გამოიცვალა  შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურით აღიჭურვება. უახლესი ტექნოლოგიით მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები, ველობილიკები და ველოსადგომები. ველობილიკები შესაბამისი ნიშნებით და მონიშვნებით ეტაპობრივად აღიჭურვება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ავტომობილების პარკირების ახალი სქემის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ სამკუთხედში დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ჯამში კი პეკინზე პარკირების 205 ადგილი იქნება.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics