|
2017-09-20 13:14:06, 2419 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სესიაზე პირველ საკითხად დღეს, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურას განიხილავენ
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წარდგინებას განიხილავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის შესახებ. სასესიო კვირის განმავლობაში, პარლამენტი ორმოცდაათამდე საკითხს განიხილავს, მათ შორისაა პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები. პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით. დღის წესრიგში შეტანილია, ასევე, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და საპარლამენტო კომიტეტების მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)