|
2017-09-19 19:43:30, 2346 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო: რუსეთთან აფელირებული პირების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საოკუპაციო რეჟიმების პროპაგანდა ვერ მოხდება
რუსეთთან აფელირებული კერძო პირების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საოკუპაციო რეჟიმების პროპაგანდა ვერ მოხდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის ჯულიეტო კიეზას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „დარწმუნებული ვართ, რუსეთთან აფელირებული კერძო პირები ვერ მოახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმის გამოყენებას თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და მათი მხრიდან ასეთ ფორმატებში ვერ მოხდება საოკუპაციო რეჟიმების პროპაგანდა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)