16:49 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 16:19:42, 1941 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ევროპელი კოლეგები ეწვივნენ

„საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ევროპელი კოლეგები ეწვივნენ და ლაბორატორიის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. 
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ დეპარტამენტების უფროსებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 
მათივე ინფორმაციით, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის  (Twinning)  ფარგლებში ხორციელდება. 
Twinning წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების ექსპერტულ პოტენციალს, რომლის შედეგადაც ხდება თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროებში.
 პროექტს ახორციელებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები და მათი პარტნიორები მოცემულ სფეროში (იტალია, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი).
პროექტის მიზანია, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის გზით, ასევე,  გარემოს ჯანმრთელობის საკითხების მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე  სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაც. 
პროექტი ხელს შეუწყობს გარემოს ჯანმრთელობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას და ჯანდაცვის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას, საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics