2017-09-17 10:29:10, 2463 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.
"სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ნინოწმინდის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო გამოვლენილი არალიცენზირებული სახერხი საამქროები დალუქეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით)",-აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ,