18:01 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 14:24:46, 655 ნახვა

რეგიონი
გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში

15 სექტემბერს ბათუმში გაიხსნა კონფერენცია შავ ზღვაში ლურჯი ეკონომიკის /Blue economy/ განვითარების საკითხებზე - „რეგიონის ნაპირითა და საზღვაო თანამშრომლობით დაკავშირება.“  შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია  ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვაო სფეროს განვითარება, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - როგორც გარემოს დაცვითს, ისე ეკონომიკურს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ზღვის რესურსების, მისი  ეკონომიკური აქტივობის სწორი და ეფექტური გამოყენება. 
კონფერენციაში შავი ზღვის ქვეყნების (მათ შორის ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის) მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ - გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები და მინისტრების მოადგილეები, დარგის ექსპერტები და მეცნიერები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა საზღვაო ეკონომიკის ე.წ. „ლურჯი ეკონომიკის“ საკითხები იყო. აღსანიშნავია, რომ წინა სამი ღონისძიების (2014 წელს ბუქარესტში, 2015 წელს სოფიაში და 2016 წელს ოდესაში) წარმატებით ჩატარებით, კონფერენცია გადაიქცა ინსტიტუციურ და კერძო დაინტერესებულ პირთა მთავარ ფორუმად, რომლებიც მუშაობენ შავ ზღვასთან დაკავშირებულ საზღვაო საკითხებზე, მათ შორისაა:  ლურჯი განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური ბიზნეს-გამოცდილებების გაზიარება, ნაპირთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და ნაპირის განვითარების ზრდა, საზღვაო საქმიანობებისა და პროფესიების მხარდაჭერა, საზღვაო პროექტების დასაფინანსებელი წყაროების იდენტიფიცირება და მათ განსახორციელებლად პარტნიორთა მოძიება და ა.შ. 

კონფერენცია აგრეთვე განიხილავს 2016 წლის ოქტომბერში, ბუქარესტში მიღებული დეკლარაციის განხორციელებას, რომელიც შეეხება მდგრად თევზჭერას და განიხილავს კონკრეტულ ქმედებებს, რათა განხორციელდეს თევზჭერის რესურსების მდგრადობის გაუმჯობესება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics