19:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 10:43:27, 2122 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე წარუდგინა.

მისი თქმით, დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ გუნდურობით და თბილისის მოსახლეობის ერთიანობით არის შესაძლებელი.

„ამისთვის საჭიროა გუნდი, ამისთვის საჭიროა ადამიანები, რომლებიც საკრებულოში თქვენი რაიონისთვის იმუშავებენ. ამისთვის საჭიროა გამგეობა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევა“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნო მისი ხედვა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით,  უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

თბილისის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროებას.

„მთავარია,ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ჰყავდეს ქვეყანას. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის შანსი და მოახერხოს თვითრეალიზება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა მაჟორიტარები უკვე ათივე რაიონში წარადგინა.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics