19:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 10:37:48, 1970 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ მოსახლეობას კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარუდგინა.

კახა კალაძის თქმით, მას სრულად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თბილისის მერობა აკისრებს.

„კარგად მაქვს მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი, რამხელა პასუხისმგებლობა და რა გამოწვევებია, თუმცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და შემოვედი ამ ბრძოლაში ერთი მიზეზის გამო: დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში არ ვიქნები მარტო, ზურგს გამიმაგრებს თქვენისთანა ადამიანები - რიგითი თბილისელები და ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, მას აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

„ვიზუალურად წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, რათა თბილისელებმა შეძლონ კახა კალაძის, თბილისის მერიის და გამგეობების კონტროლი, თუ როგორ განხორციელდება ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ,“ - თბილისის მერობის კანდიდატმა. 

მისივე თქმით, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.

კალაძის თქმით,  გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტს.

მანვე დასძინა, რომ ამ მიზნით ქალაქში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის იქნება განკუთვნილი.

საზოგადოებას, ასევე, მიმართა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თემურ გორგაძემ. მან მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის გამოცხადებისთვის.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics