|
2017-09-15 10:04:32, 1860 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას
„ჩვენ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა წარმოგვედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა - საქართველო, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორია აქვს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ვახშამზე განაცხადა. რპგპრც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართული კულტურა გამსჭვალულია მეღვინეობის ელემენტებით. „ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის და პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსათვის ნამდვილად ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობისთვის. ვგულისხმობ მეღვინეობის აკვნის - საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების მეღვინეობის ციტადელში - ბორდოში ჩატარებას. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბორდოში დაიდგა ქვევრი - თიხის ისტორიული ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენება, წარმოადგენს ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნების გამოძახილს. "იუნესკომ" ქვევრი აღიარა და ის შეიტანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ქართველებისთვის კი ქვევრი ბევრად მეტს ნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)