|
2017-09-14 12:06:23, 2209 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის აჭარის რეგიონის მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა აჭარის რეგიონის მოხალისეებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა. შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება. ბათუმში სერტიფიკატი 50-მდე მოხალისეს გადაეცა. როგორც თათია ხოჭოლავამ განაცხადა, დღეიდან ყველა იუსტიციის სახლის მოხალისე სერტიფიკატს ეტაპობრივად მიიღებს. „მოხალისე“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ ერთობლივი პროგრამაა, რომელიც იუსტიციის სახლებში 2014 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს პროგრამაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 617 ახალგაზრდა ჩაერთო. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 14-21 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში მოხალისეობრივ საწყისებზე ეხმარებიან. თავდაპირველად ახალგაზრდებს უტარდებათ იუსტიციის სახლის მომსახურებებისა და სერვისების შესახებ ტრენინგი, ეცნობიან მოხალისეების უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად მოხალისეობრივ საქმიანობაში ერთვებიან. 2014-2017 წლებში პროგრამაში 2 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)