19:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 18:48:20, 2236 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ.

ცესკოს თავმჯდომარემ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ტრენინგების და ინოვაციური სერვისების შესახებ, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა წინასაარჩევნო გარემოზეც იმსჯელეს.

OSCE/ODIHR-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება დღეიდან დაიწყო. გრძელვადიანი მისია დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.  OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის  22 დამკვირვებელი, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics