19:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 02:04:52, 1963 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საუბარი შეეხო ერთობლივ წვრთნებს, Noble Partner-სა და Agile Spirit-ს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ გლობალური უსაფრთხოების დამყარების პროცესში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა მზარდი და სტრატეგიულია: „გვქონდა ძალიან საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი. მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის ცალკეული ასპექტები. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით იმ მზარდ დინამიკას, რომელიც თავდაცვის სფეროში გვაქვს როგორც ორმხრივი, ისე მრავალეროვნული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მართლაც ნაყოფიერი და მზარდი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მომავლის გეგმებზეც ვიმსჯელეთ, კერძოდ, ყველაზე ამბიციური პროგრამის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპებზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მომავალი წლიდან სამი წლის განმავლობაში ეს პროგრამა წარმატებულად. ასე რომ, დინამიკა პოზიტიური და მზარდი, მხარდაჭერა ძალიან ძლიერია “, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics