19:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 11:53:41, 2288 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება. 
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე, ხოლო ქობულეთში მირიან ქათამაძე იბრძოლებენ. ქედაში ლევან გორგილაძის, შუახევში კი ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურები დასახელდა. 
ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოში გოჩა მელაძე იქნებიან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.  
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთსა და გურიაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics