12:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 10:09:49, 2067 ნახვა

საზოგადოება
„ქართველთა მარშის“ მონაწილეები აქცია-მსვლელობით ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისისკენ მიემართებიან

„ქართველთა მარშის“  მონაწილეები აქცია-მსვლელობით ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისისკენ მიემართებიან

 „ქართველთა მარშის“ წევრები და მათი მხარდამჭერები  უცხოლებზე მიწის მიყიდვას აპროტესტებენ.

აქციაზე მონაწილეობას 100-მდე ადამიანი იღებს.

მათ ბანერები აქვთ გამოტანილი წარწერით „მიწის გამყიდველი ერის მოღალატეა“, „სოროსი აშშ-ის უდიდესი ტერორისტია“,  „მამულის გამყიდველებო თქვენი ადგილი ციხეშია“, „სოროსი სანაგვეზე“.

აქციის მონაწილები ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისისკენ შეძახილებით  მიემართებიან.

ამის შემდეგ  „ქართველთა მარშის“ მონაწილეები   „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გააგრძელებენ აქციას.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შსს-ს წარმომადგენლები.

 აქციის ლოზუნგია  „ერთიან ეროვნულ საქართველოს გაუმარჯოს“.

როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა წევრმა  ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა, აქციის მიზანია  ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდოს.

„ვითხოვთ იმას, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდოს, ასევე ვითხოვთ სოროსის ფონდის დახურვას. ერთი კვირის თავზე თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყფილდება შიმშილობას დავიწყებთ“,-განაცხადა სადღობელაშვილმა.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics