|
2017-09-12 09:27:44, 2253 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები გართულდა
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გართულდა. "ფაქტია, რომ პრობლემა სერიოზულია, პრობლემა გართულდა, გართულდა უკრაინა- პოლონეთის ურთიერთობებიც, რომელიც ისედაც არ იყო ია ვარდით მოფენილი და ეს არ არის რაღაც ლოკალური თემა. ამ ტიპის საკითხებს აქვს გეოპოლიტიკური პოტენციალი. ვისურვებდი, რომ გაუმკლავდნენ ამ საქმეს არა შაშის თამაშით, არამედ ჭადრაკის თამაშით. ხისტი გადაწყვეტილებები - მოდი, აღვძრავთ საქმეს, მივცემთ პასუხისგებაში, არ შემოვუშვებთ, კარგადაა ხოლმე გასათვლელი, ამით ვის წისქვილზე ესხმება წყალი",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოურთმევია, არამედ მან თავად თქვა უარი მასზე. "როდესაც ბატონი სააკაშვილი ბრძანებს, რომ მას საქართველომ ჩამოართვა მოქალაქეობა, ეს არასწორია, მან თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე იმიტომ, რომ მშვენივრად იცოდა კონსტიტუციაში რა ეწერა",-აღნიშნა უსუფაშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)