19:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 06:02:59, 2070 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: კონსტიტუციური ცვლილებების ახალი პროცესი არის ძალისხმევა, მივაღწიოთ კონსენსუსს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიებისადმი შეთავაზება, რომ ცვლილებების თავიანთი ვერსია შეიმუშაონ, არის ძალისხმევა, მიაღწიონ კონსენსუსს.

„ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ გვესმის, კონსტიტუცია სცდება პარტიულ საზღვარს. ესაა დოკუმენტი, რომელიც ქმნის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ეს არაა რომელიმე მონაწილე პარტიის კონკრეტული პრინციპი. ზემდგომი დოკუმენტი დაფუძნებულია კონსენსუსზე და არა პრინციპებზე, რომელიც ერთი ან მეორე პოლიტიკური პარტიიდან მომდინარეობს. მე გავიზიარებდი მათ მიდგომას და ჩემს ხედვას უკან გადავდებდი, შევხედავდი მათ მიერ შემუშავებულ ვარიანტს, რადგან ჩემი ხედვა მეორეხარისხოვანია, კონსენსუსი კი პირველხარისხოვანი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი თითქოს რაღაც ჩიხში შევიდა, ცვლილებებს ხელი მხოლოდ ერთმა პარტიამ მოაწერა. ვაჩვენოთ პარტნიორებს, რომ შეგვიძლია გავიზარდოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics