|
2017-09-12 03:49:07, 2601 ნახვა
საზოგადოება
„PSP”-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო „სტივი ევორდსი“ მიიღო
ქართულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვება „სტივი ევორდსზე“ ნომინაცია „წლის საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „PSP“ 13 სექტემბერს 13სთ-ზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას წარუძღვებიან „PSP“ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ბატონი გოჩა გოგილაშვილი და „PSP“-ს მარკეტინგის დირექტორი ბატონი თორნიკე გურული. „სტივი ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოვებაა. 200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევდა მათთვის რჩეულ კომპანიას. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სახდასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა სხვადასხვა ნომინაციებში. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“ ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. ექსპერტების შეფასებით PSP-ს რებრენდინგმა მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული აღიარება და მოწონება დაიმსახურა. ექსპერტების შეფასებით „ეს არის წარმატებული და შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც მთლიანად დარგის ბაზარს უბიძგებს განვითარებისკენ; ძალიან დასაფასებელია მომხმარებელზე ზრუნვა, რომელიც პროექტის ყველა ნიუანსში იგრძნობა. “ სხვადასხვა დროს სტივი ევორდსის გამარჯვებულები არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები როგორიცაა ეფლი, ფორდი, პროქტერ გემბლი, სამსუნგი და ა.შ. 2017 წლის „სტივი ევორდსის“ გალა-დაჯილდოვება 21 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართება, რომელზეც PSP-ს გადაეცემა ჯილდო „წლის საუკეთესო რებრენდინგი/განახლება“. „PSP”-მ რებრენდინგი გასულ წელს დაიწყო. ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. რებრენდინგმა ქართველი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. (R)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)