|
2017-09-11 06:17:57, 2182 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: უკრაინის პოლიციამ ავტობუსში ჩხრეკა ჩაატარა და პასპორტი მომპარა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას გუშინ უკრაინის საზღვარზე პასპორტი მოპარეს. როგორც სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პასპორტი უკრაინის პოლიციამ მოპარა. "გუშინ მოვედი და უკრაინის საზღვარი გადმოვკვეთე. ამ დროს ლეგალურად გადავკვეთე პოლონეთის საზღვარი. მათ მივაწოდე ჩემი პასპორტი და პოლონელმა მესაზღვრეებმა შტამპი ჩამირტყეს. შემდეგ გადავედი უკრაინის მესაზღვრეებთან და მათაც მივაწოდე პასპორტი, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მათ პასპორტი არ გამომართვეს. მითხრეს, რომ თქვენს პასპორტს არ ავიღებთ. ამის შემდეგ, ხალხმა პრაქტიკულად ხელში ამიყვანა, ისე, რომ არც მკითხეს და უკრაინის ტერიტორიაზე შემიყვანეს. ამ დროს პასპორტი ავტობუსში დავტოვე. მოვიდა პოლიცია, ავტობუსში ჩხრეკა ჩაატარა და მოიპარა ჩემი პასპორტი. ახლა ჩემი პასპორტი მათ აქვთ. დღეს დილით ჩემი ადვოკატი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში მივიდა, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და მიიტანა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მე უნდა ვიყო დაცული უკრაინის ხელისუფლებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება. " ვაპირებ ბრძოლა სასამართლოში გავაგრძელო და ეს იქნება ჩემი სარჩელი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. ვერ ვხვდები რა საჭირო იყო გუშინდელი ისტერიკა. მინდოდა ყველა შესაბამისი პროცედურა კანონიერად გამევლო, მაგრამ ამის საშუალება გუშინ არ მომცეს", - აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)