2017-09-10 01:34:19, 2653 ნახვა
სამართალი
შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
"სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე პრიმა-2 მუხლის 4 ნაწილით)",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ,