|
2015-04-28 12:17:20, 400 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აღმოჩენა იყო
ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, საუკეთესო აღმოჩენა იყო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ელგუჯა ხოკრშივილის მიერ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას. თინა ხიდაშელმა ხოკრშვილის გადადგომის შესახებ მედიისგან შეიტყო. მისი თქმით, გუშინდელი პოლიტსაბჭოს სხდომა გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომასთან კავშირში არ არის. „გუშინდელი პოლიტსაბჭოს სხდომა გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომასთან კავშირში არ არის. გუშინდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მაგრამ ამაზე არა. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ვწუხვარ ძალიან. გუჯა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. ის მანამდე არასოდეს ყოფილა პოლიტიკით დაკავებული. მას ოჯახი ნამდვილად არ ყავს საქართველოში. მან თავის დროზე თანხმობა თქვა, რომ ჩამოსულიყო და ამ სამსახურში ყოფილიყო. როგორც ჩანს ის ვადა ამოწურა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის ვინ შეიძლება შეცვალოს ელგუჯა ხოკრიშვილი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც ხოკრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)