|
2017-09-08 02:26:08, 2400 ნახვა
საზოგადოება
მერია: თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მათ წუხელ, გვიან ღამით ეცნობა. "შეტყობინებისთანავე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და სიტუაციას დეტალურად გაეცნენ. თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელიც. დათვალიერებისას გაირკვა, რომ კომპანია „დომუსი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრილია 1 ხე. გარდა ამისა, აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ხეებს აღენიშნება ძველი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე, ასევე, ეცნობა პოლიციას. უკანონოდ მოჭრილი ვერხვის დიამეტრი 80 სმ.-ია, რაც ნიშნავს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი 2000 ლარს ცდება",-ნათქვამია მერიის განცხადებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისიის მერიაში განმარტავენ, რომ საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)