12:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 12:13:11, 2528 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები ერთიანი ძალებით მოგვარდება.

ამის შესახებ მან გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

„ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ჩემი ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი. ეს ჩემთვის ძალიან გასაფრთხილებელია. ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საკუთარ რეპუტაციას. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის და სწორედ ამ პრინციპებით ვაღწევდი წარმატებას. მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - მიმართა კახა კალაძემ მხარდამჭერებს.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მინდა, რომ 21 ოქტომბერს თბილისი იყოს გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს დამოკიდებულია თითოეულ თქვენგანზე. მინდა გამარჯვება გისურვოთ თქვენს ოჯახებთან ერთად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვეს და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics