16:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 04:50:44, 2373 ნახვა

პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე უმაღლესი განათლების და სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესიის 6 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა.

 დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოცამდე საკითხი. მათ შორის დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ხდება ვეტერინარიის მაგისტრის ტერმინის განმარტება, აგრეთვე განიმარტება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარის სერტიფიკატი და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. წესრიგდება ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აგრეთვე შესაბამის მუხლებში აისახება აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი საკითხები - სასწავლო გრანტის მიღების, ეროვნული გამოცდების, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საკითხები. პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას განმარტებით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა გამოწვეულია ამ სფეროში მიმდინარე რეფორმის გამო.

დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტს „საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, ასევე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს.

პარლამენტი მოისმენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ასევე პარლამენტის საპროცედურო საქმეთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics