|
2015-04-28 09:15:14, 359 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: პრეზიდენტი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეში ყურით დაჰყავთ, ვალდებულებებს ვერ განახორციელებს
„პრეზიდენტი, რომელიც ყურით დაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორეში, ვერ განახორციელებს იმ ვალდებულებებს, რაც გააჩნია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლა როგორც ქვეყნის იმიჯის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტის იმიჯის შემლახველი იქნებოდა. მარგველაშვილის თქმით, მან იმ ნაბიჯით, რომ რეზიდენციასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეიცვალა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, ასევე თითოეული მოქალაქე დაიცვა. „სულ მქონდა იმედი, რომ ეს მოგვარდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში, როდესაც დავინახე რომ ეს მიზანიმიმართული პოლიტიკა, როდესაც ნათლად დავინახე რომ მთავრობამ უარი განაცხადა ჩემს გამოსვლაზე დასწრებაზე. ეს იყო ჩემთვის სიგნალი, მე მივხვდი, რომ როდესაც დავბრუნდებოდი იქ, სადაც ვმუშაობდი, საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას სერიოზული პრობლემა შეექმენებოდა და მე გადავდგი საკმაოდ რთული ნაბიჯი, მაგრამ ეს გასაკეთებელი იყო და საჩვენებლი იყო, რომ პრეზიდენტს ასე ადგილს ვერ მიუჩენენ. ამის მერე გადასვლაზე აღარ მიფიქრია. მე რომ ეს გამეკეთებინა, ჩვენ მივიღებდით რთულ ვითარებას. ეს არის საქართველოს იმიჯის დაცვა, პრეზიდენტის იმიჯის დაცვა და მოქალაქეების დაცვა. ჩემი უკან დახევა იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი, რომელიც ყურით დაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორეში, ვერ განახორციელებს იმ ვალდებულებებს, რაც გააჩნია“,-განაცხადა მარგველაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის მთავარი სიგნალი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია იგეგმებოდა, იყო დღე, როდესაც პარლამენტში მის სიტყვით გამოსვლას მთავრობა არ დაესწრო. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ავლაბრის რეზიდენციაში გადასულიყო. „როდესაც მე ვამბობდი, რომ ამ რეზიდენციაში მინდოდა გახსნილიყო უნივერსიტეტი, მშინ ვსაუბრობდი, როგორც განათლების მინისტრი, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვითარება შეიცვალა, შეიცვალა ბევრი თვალსაზრისით, შეიცვალა ის შეთანხმება, რომელიც იყო როგორ მოეწყობოდა დროებითი საცხოვრებელი ფართი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად შეიცვალა გარემო, რომელიც ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, ეს მდგომარეობდა იმაში, რომ მე დავინახე რომ ხორციელდებოდა მეთოდური მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების და მისი გადაყვანის უკან პლანზე“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)