08:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 05:00:55, 2455 ნახვა

საზოგადოება
საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა.

რამინ აბლოთია 60 წელია პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. არის სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ფაზისის საერო აკადემიის წევრი.  

1991 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი,რომელმაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მრავალპროფილიანი კადრების მძლავრი მომზადების კერა გახდა. 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული მოვლენების შემდგომ უნივერსიტეტი ქალაქ ფოთში, ხოლო ფილიალები კი თბილისსა და ზუგდიდში განთავსდა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics