|
2015-04-27 16:51:09, 369 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილის შეფასებით, ბიუროების განთავსების საკითხი თვითმმართველობების „ტვირთი“ არ უნდა იყოს
პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები და ბიუროების განთავსების საკითხი თვითმმართველობების „ტვირთი“ არ უნდა იყოს. ამის შესახებ უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტს საკმარისი თანხა აქვს გამოყოფილი იმისათვის, რომ ბიუროების განთავსებისთვის შენობები იქირაონ. “ჩვენ, პარლამენტის საქმიანობის დასაწყისშივე, მაჟორიტარების და მათი ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით. შეთანხმების რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს შორის იყო ისიც, თუ სად და როგორ უნდა განთავსდეს მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროები. გვინდოდა, ბევრ სხვა მახინჯ პრაქტიკასთან ერთად დაგვესრულებინა ისიც, როცა პარლამენტის მაჟორიტარები ხშირ შემთხვევაში სრულაიდ არამიზნობრივად და კომპეტენციის მიღმა იყენებდნენ თვითმმართველობის რესურსებს – არა მხოლოდ შენობებს, არამედ ბევრ სხვა რამეს. თვითმმართველობას ჰქონდა განცდა, რომ უნდა მომსახურებოდა მას. ჩვენ ამ პრაქტიკის დასრულება გვსურდა, მათ შორის იმიტომაც, რომ ხელი შეგვეწყო თვითმმართველობის განვითარებისათვის. მინდა შევისწავლო საკითხი. წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ძალიან ბევრ ადგილზე შენობა-ნაგებობები პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით არის გადაცემული. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობისთვის ბიუჯეტის ყოველი თეთრი არის ძალიან მნიშველოვანი და ჩვენ, პარლამენტის წევრებს პარლამენტის მიერ გამოყოფილი გვაქვს საკმარისი თანხა იმისთვის, ვიქირაოთ შენობები საკუთარი ბიუროების განთავსებისთვის. ეს თვითმმართველობის ტვირთი არ უნდა იყოს”, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)