07:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 10:25:42, 2478 ნახვა

საზოგადოება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (როგორც კონკურსის წესით არჩეულ ისე, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს), საუბნო კომისიაში მიღებული ანაზღაურების გამო სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

„კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილ პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დასაქმდებიან, საარჩევნო კომისიაში მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ასევე, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს საქართველოს მთავრობის  დადგენილების შესაბამისად. 

ანალოგიური წესი ვრცელდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებსა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე.

ზემოაღნიშნული რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics