|
2017-09-01 06:22:43, 2247 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის ამრიკელ დიპლომატებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფ ჰარტმანსა და ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა. ლევან იზორიამ მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ყურადღება საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „მიმოვიხილეთ წარმატებული პროექტები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად განვახორციელეთ. მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი გეგმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით იმპლემენტაცია იქნება. ამ თვალსაზრისით მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გავუსვით ხაზი“, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)