11:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 09:45:30, 2708 ნახვა

ეკონომიკა
ახალი საწარმო, რომელიც ოზურგეთში გაიხსნება, ტანსაცმელს ZARA-ს და სხვა ცნობილ ბრენდებს შეუკერავს

350-მდე ადამიანი  დასაქმდება საფეიქრო/ტექსტილის ახალ საწარმოში,  რომელსაც შპს „ოზურგეთი გარმენთი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  ოზურგეთში შექმნის.

პროექტის განსახორციელებლად კომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთში, კ.მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  გადასცა. 

შპს „ოზურგეთი გარმენთ“-ის დამფუძნებელი ფლობს საფეიქრო საწარმოო ქსელს „BAYKANLAR”, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არიან  ZARA, MANGO, MASSIMO DUTTI  და ა. შ.

ახალი საწარმო წლიურად არანაკლებ 2 მლნ. ერთეული ჯინსის ქსოვილის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და  დამატებით 350-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 287 სხვადასხვა მიმართულების პროექტი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics