15:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 01:26:25, 2529 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური 30 აგვისტოს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან.

პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს ოლიმპიურ სოფელს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე იმყოფებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics