|
2015-04-25 16:56:45, 620 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შიომღვიმეში გამწვანების აქცია გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - „მწვანე მომავლის“ ფარგლებში, შიომღვიმეში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 70-მდე წიწვოვანი ჯიშის ხე დაირგო, რომელშიც კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული სატყეო სააგენტო გამწვანებული ტერიტორიის პატრონაჟს და მოვლას საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს. კამპანიის „მწვანე მომავალი“ ფარგლებში, გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 250 000 სხვადახვა სახეობის ნერგი დაირგო, რომელიც სამინისტროს სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)