15:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 12:40:08, 3258 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: იმედია, დიალოგის ეს პროცესი არ იქნება ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა იყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა  და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც აბაშიშვილმა  ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ გარკვეულწილად გადაფასება და იმ შეცდომების აღიარება მოხდა, რომელიც დიალოგის არ ქონას უკავშირდებოდა.

„შესაბამისად, ჩიხიდან გამოსვლის გზა იქნა შემოთავაზებული, პირველი ნაბიჯები იქნა შემოთავაზებული და ეს მისასალმებელია. ამავდროულად, გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის ეს პროცესი დაემყარება რეალური კონსენსუსის მიღების იმედს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უახლესი წარსულის გამოცდილება არ იძლევა მაღალი ნდობის რესურსს, იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორიც ეს იყო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ამ პერიოდამდე“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics