18:23 - 04 Jul, 2026
|
2017-08-14 17:04:03, 2521 ნახვა
საზოგადოება
კარაკალაზე ქეთევან ქემოკლიძის „კარმენმა“ გაყიდვების ისტორიული რეკორდი მოხსნა
დასრულდა 2017 წლის ფესტივალი რომის კარაკალას თერმებზე, სადაც ვერდის "ნაბუკოსთან" და პუჩინის "ტოსკასთან" ერთად, წარმოდგენილი იყო ბიზეს უკვდავი "კარმენი". კარმენის როლს ასრულებდა ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე. არგენტინელი ვალენტინა კარასკოს თანამედროვე და ეპატაჟურმა დადგმამ, რომლის მოქმედება მიმდინარეობს 2020 წლის პოსტტრამპულ მექსიკაში კარაკალას ფესტივალის ისტორიაში ბილეთების გაყიდვის რეკორდი მოხსნა. სპექტაკლს დირიჟორობდა ესპანელი დირიჟორი ჯორდი ბერნასერი. ქეთევან ქემოკლიძის კარმენმა არა მარტო პუბლიკის, არამედ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავალ სეზონში ქეთევანი ამ პარტიით წარსდგება ამერიკელი და კანადელი მსმენელის წინაშე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)